იოცნებე, დაიჯერე, იმოქმედე და არ დანებდე…

https://jolo.ge/

იოცნებე, იოცნებე ბავშვივით, ღია გულით, თითქოს შენთვის არავის უთქვამს, რომ ოცნებები არ სრულდება.

ეს ტყუილია, შენი ოცნება ასრულდება, თუ ოცნება შენია.. თუ გწამს, თუ მოქმედებ.

იოცნებე, ოცნებები  შთაგაგონებენ, მოტივაციას გაძლევენ და ქმედებისკენ გიბიძგენებ.

ოცნებები საწოლიდან გაყენებენ და ენერგიას გაძლევენ, გაბედნირებენ. შენ ხომ ცუდზე არ იოცნებებ.

ოცნებები ფრთებს გასხავენ, იოცნებე.

ოცნება – შენი ვექტორია, ოცნება რწმენით და მისკენ სვლა ეს უკვე მიზანია. მიზანი კი კონკრეტულია. ის მიმართულებას გაძლევს, მიზნის გარეშე ბრმა ხარ. შენ არ იცი სად წახვიდე,  ერთ ადგილზე ტრიალებ.

იოცნებე, იცხოვრე და გააცნობიერე სიცოცხლე. სწორედ ოცნებები აძლევენ ჩვენ ცხოვრებას აზრს, არ იარსებო, იცხოვრე, გთხოვ, ჩვენ არ მოვსულვართ ამ ქვეყნად იმისთის რომ უბრალოდ ვიმუშაოთ, რომ ვიარსებოთ. ჩვენ მოვედით, რომ ვიოცნებოთ.  ჩვენ მოვედით, რომ შევქმნათ.

იოცნებე, არავის უყურო, იოცნებე იმაზე რაც შენია და არა იმაზე, რასაც თავს გახვევენ. რაოდენ პატარაც არ უნდა იყოს შენი ოცნება, ის შენია, აისრულე ის და იოცნებე შემდეგზე…

იოცნებე, თუ არა სხვა იოცნებებს შენს ნაცვლად, მაგრამ მაშინ შენ სხვის ოცნებას მოემსახურები და იცხოვრებ არა შენი ცხოვრებით, არამედ სხვისით. გინდა ეს? ამისთვის ცხოვრობ? ნუთუ ამაზე ოცნებობდი, პატარა , რომ იყავი?  როდესაც გიყვარდა და იცოდი რა იყო ეს.

შეჩერდი, ნუ გარბიხარ, ოცნების გარეშე მაინც ვერ მოასწრებ,  შენ ხომ არ იცი სად გაიქცე? ნუ კარგავ დროს. საერთოდ არ დაკარგო დრო, ეს ყველაზე ფასეულია, რაც გაქვს…

შეჩერდი! გაიხსენე რაზე ოცნებობდი ,ხომ ოცნებობდი ოდესღაც …

ოცნებობდი, როცა გაიზრდებოდი იქნებოდი – მხატვარი, ცნობილი სპორტსმენი, ექიმი, კოსმონავტი, იმოგზაურებდი , შედევრს შექმნიდი, არ იცოდი როგორ , მაგრამ ბედნიერი გახდებოდი. მერე რატომღაც გაჩერდი, გაიზარდე.

ეს ქვეყანა მეოცნებე ადამიანებმა შექმნეს, ვისაც არ სჯეროდა მათი ოცნებების, ეუბნებოდენ, რაზე ოცნებობ, ეს ხომ არარეალობაა, შეუძლებელია, რამე სერიოზულს მოჰკიდე ხელი. ყველაფერი ის უდიდესი, რაც ეხლა გვაოცებს, რასაც ვიყენებთ, იყო ოდესღაც ვიღაცის ოცნება, არარეალური ფანტაზია, ვიღაცის რწმენა.

იოცნებე, მეგობარო, სადაც არ უნდა იყო და ვინც არ უნდა იყო. ჯერ არ არის გვიან. ჰკითხე საკუთარ თავს, რა გინდა? ადამიანი ქმნილებაა, რომელმაც უნდა შეიცნოს და შექმნას. მას არ შეუძლია რამე არ უნდოდეს.

იოცნებე ახლავე, ეს არის დრო როდესაც უნდა დაიწყო ოცნება, არა გუშინ, არა ხვალ. არა ორშაბათიდან არამედ ახლა. დაიწყე ოცნება, დაიწყე მასშტაბურად და წვრილმანებით. დაინახე შენი თავი და შენი სამყარო ისეთი, როგორიც მოგწონს, ჯერ ფანტაზიებით შექმენი, დაწერე შენი შედევრი.

იოცნებე, დაიჯერე , იმოქმედე და არ დანებდე… არასოდეს არ დანებდე და არ უღალატო შენს ოცნებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share