პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპულ ტურნეს იწყებს

ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტის სტატუსით, პირველ ვიზიტს იწყებს ევროპაში. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი მიემგზავრება დიდ ბრიტანეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების სამიტში.

გაერთიანებული სამეფოდან ჯო ბაიდენი გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 14 ივნისს გაიმართება ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი. ბრიუსელში დაგეგმილია აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერების უმაღლესი დონის შეხვედრაც.

ბრიუსელის შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა ჟენევაში, სადაც 16 ივნისს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტონს.

https://www.radiotavisupleba.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share