ვაშინგტონის შტატში კორონავირუსზე აცრილები უფასო ჯოინთის მიღებას შეძლებენ

https://on.ge/s

A droplet of vaccine at the tip of the needle and syringe reflecting the marijuana leaf

კორონავირუსის ვაქცინის მიღების წასახალისებლად ვაშინგტონის შტატში აცრილებს საშუალება ექნებათ, მარიახუანას უფასო ჯოინთი მიიღონ. შეთავაზება ძალაში 12 ივლისამდე იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შტატის ალკოჰოლური სასმელებისა და კანაფის საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც კამპანიას “ჯოინთები ინიექციისათვის” დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

საბჭოს განცხადებით, კამპანიის ფარგლებში მარიხუანას აკრედიტირებული გამყიდველები ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ 21 წელზე უფროსი პირებისათვის უფასო ჯოინთების მიწოდებას შეძლებენ.

ამასთან, გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ ცოტა ხნის წინ ვაქცინირებულებისათვის უფასო ლუდის, ღვინისა და კოქტეილების მიღებაც დაუშვა.

ფოტო: perspectives.esmo.org

The New York Times-ის ცნობით, ამ დროისათვის შტატის მოსახლეობის 58 პროცენტს კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული, 49 პროცენტი კი სრულადაა აცრილი.

ვაშინგტონი ერთადერთი შტატი არაა, სადაც მსგავსი შეთავაზება მოქმედებს. ცოტა ხნის წინ იდენტური კამპანია წამოიწყო არიზონამაც, რომელიც 21 წელზე უფროს ვაქცინირებულებს უფასო ჯოინთების და ეგრეთ წოდებული კანაფის ჟელიბონების მიწოდებას ჰპირდება.

ამგვარად მოიქცნენ ნიუ-იორკშიც, სადაც 20 აპრილის აღსანიშნავად უნიონის პარკში შეკრებილ ვაქცინირებულ ადამიანებს მარიხუანას ჯოინთები უფასოდ გადაეცათ.

თეთრი სახლის მრჩევლის, ენდი სლევიტის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია შტატებს მოუწოდებს, იყვნენ კრეატიულები და შექმნან საინტერესო კამპანიები ადამიანების აცრისათვის წასახალისებლად. მსგავსმა კამპანიებმა რამდენიმე შტატში ლატარიებიც კი მოიცვა, რომელთა ჯეკპოტი $1 მილიონს აღემატება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share