კომპანია “გურია ექსპრესში” 37 დღიანი მუშათა გაფიცვა დასრულდა – მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და მომავალი კვირის ორშაბათ დილიდან ყველა გაფიცული მუშა სამუშაოს დაუბრუნდება და შესაბამისად კომპანიაც მუშაობას სრული დატვირთვით შეუდგება.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ორთავე მხარემ, როგორც გაფიცულებმა ასევე კომპანიის წარმომადგენლებმა დაუდასტურეა.
კომპანიის იურისტის, კაკო თოიძის თქმით, ამ წუთებში საბოლოო შეთანხმების თარგმანი კომპანიის მფლობელ უცხოელი ინვესტორის ენაზე ითარგმნება, რომელსაც ხელი ორშაბათ დილით მოეწერება.
კომპანიამ გაფიცულთა ყველა მოთხოვნა – ხელფასების მატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება დააკმაყოფილა.
გაფიცვა “გურია ექსპრესში” იგივე “გულისტანი” გასული თვის 4 მაისს დაიწყო და ის 37 დღე გრძელდებოდა.