გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, რომელსაც თბილისის მერია უზრუნველყოფს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, როგორ და ვინ ჩაერთვება ამ პროგრამით სარგებლობის სერვისში.
რას მოიცავს ქვეპროგრამა?
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“დაფინანსების უზრუნველყოფას.
ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?
ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები:
ა) რომელთაც დიაგნოზი დასმული აქვთ მაკდონალდის კრიტერიუმების შესაბამისად და კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალის მიხედვით 0-დან 6 ქულის ჩათვლით მიენიჭათ;
ბ) რომელთაც ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის დროისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში აქვთ რეგისტრაცია, მათ შორის, ის პირები, რომლებსაც აღნიშნული 3 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია (თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად, პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში);
გ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, მერიისათვის განცხადებით მიმართვის დროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში.
დ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მქონე მოქალაქეები, რომლებსაც რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.
როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?
ქვეპროგრამაში ჩასართავად და მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, მოსარგებლე პირმა ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
1. მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი;
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);
3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა (რომელიც განცხადებით მიმართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე უნდა იყოს გაცემული. ცნობაში უნდა ფიქსირდებოდეს რადიოლოგის დასკვნა, მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების თანახმად, მკურნალი ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი, სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თავზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგები);
4. ქვეპროგრამის განმახორციელებლისთვის განცხადებით მიმართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (დამოწმებული შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის, მ. შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერით და ბეჭდით), რომელიც ასახავს შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობას და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას;
5. კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
6. სხვა დოკუმენტი (განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად).
ყველა შემდგომი ვაუჩერის მისაღებად, მოსარგებლემ ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
1. მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (ფორმა №IV100/ა, რომელიც მოიცავს ექიმის მიერ მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების შესაბამისად, კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით განმეორებით შეფასებას);
3. კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
4. მედიკამენტ „ოკრელიზუმაბის“ შემთხვევაში, მერიაში საგარანტიო წერილთან ერთად გაცემული მედიკამენტების მიღების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც დამოწმებულია მკურნალი ექიმის პირადი ხელმოწერით და ბეჭდით.
რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს, ქვეპროგრამით დადგენილი მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის გათვალისწინებით – 80%-ის მოცულობით (ამ შემთხვევაში, პაციენტის თანაგადახდა შეადგენს ქვეპროგრამით დადგენილი მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 20%-ს).
ვინ არის ქვეპროგრამის მიმწოდებელი?
• სს გეფა • შპს პსპ ფარმა • შპს ავერსი ფარმა