“რეჟისორი გამოდის სცენაზე და ჩავარდნილ პრემიერაზე გვიმტკიცებს, რომ არა, იცოდეთ, რომ ეს გახარია არ არის ჩემი პროექტი” – ასე ეხმაურება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, რომელშიც ოლიგარქი აღნიშნავს, რომ “გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი”. მარგველაშვილმა ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი დებატები” ისაუბრა.
ამომრჩეველი შეიძლება გენდოს, მაგრამ აიღო და ჭკუით მოატყუო, ეს არის შეცდომა, რომელიც ემართებოდათ ქართველ ხელისუფალი და ქართველ მმართველ პარტიებს. იგივე არის ესეც. ეს წერილიც, სადაც რეჟისორი გამოდის სცენაზე და ჩავარდნილ პრემიერაზე გვიმტკიცებს, რომ არა, იცოდეთ, რომ ეს გახარია არ არის ჩემი პროექტი, კიდევ ერთი დამტკიცებაა ამისი. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ამომრჩეველი არ გაყვება ამ აფიორაში,- თქვა გიორგი მარგველაშვილმა.