ამას პირად ბრძოლად და შეურაცხყოფად ვიღებ! – თეა დარჩია საპატრიარქოს ფერიის ბავშვთა სახლზე

„მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს, სადაც ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი, ლუკა სარალიძე პანსიონში გატარებულ წლებს იხსენებს და აღმზრდელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, მრავალი წელია ამ ბავშვთა სახლში ცეკვის მასწავლებელია და მისთვის ფერიის ბავშვთა სახლი სამაგალითოა.

„ნებისმიერ შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ბრძოლას, წმ. მატათას სახ. ბავშვთა სკოლაპანსიონის წინააღმდეგ, პირად ბრძოლად და შეურაცხყოფად ვიღებ, რადგან მეც მათი დიდი ოჯახის წევრი ვარ 13 წელია და მეც ამ სკოლის ცეკვის მასწავლებელი და ბავშვების, თუ პედაგოგების უახლოესი ადამიანი ვარ ჩემი შვილებითურთ! ვამბობ იმას რაც ვიცი ზუსტად, არც გაგონილით და არც მოყოლილით!!! თამამად ვაცხადებ, რომ ეს სკოლა არის სამაგალითო ყველასთვის და ყველაფერში!!! თუ თქვენ მათ ებრძვით, ჩათვალეთ, რომ მეც მებრძვით, რადგან მეც ამ სკოლის ერთ- ერთ პედაგოგად მოვიაზრები, ესეიგი ყველა ბრალდებაც მეც პირადად მეხება.

ესე იგი მეც ძალადობის მონაწილე ვარ?! ასე გამოდის. ესე იგი 13 წელია ჩემი შვილებით ვუყურებ ამ სისასტიკეს და ხმას არ ვიღებ?! ვეგუები და ვმალავ ამ ყველაფერს რასაც მთავარი არხი აცხადებს?! ამაზრზენია უკვე ეს ყოველივე!!! ასე მიცნობთ?! მე, რომ რაიმე მსგავსი იქ მენახა, ამდენი წლის განმავლობაში თან დღეც და ღამეც ამ ბავშვებთან ერთად, ერთ სივრცეში ვცხოვრობ წლებია, როგორ გგონიათ კიდევ იქით გამიწევდა სიხარულით გული?! ან ჩემს შვილებს, როგორც მთავარი აცხადებს, ამ სასტიკ და მოძალადეობრივ სივრცეს გავაკარებდი?! ესე იგი, მეც მოძალადე, დანაშაულის მონაწილე და საშინელი დედა ვყოფილვარ, რადგან ჩემს საკუთარ შვილებს, თურმე სადისტებისა და მწამებლების საზოგადოებაში ვზრდი?! სირცხვილია!!!”, – წერს თეა დარჩია.

ცნობისთვის, ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი აცხადებს, რომ პანსიონში აღსაზრდელები სასტიკად სცემდნენ.

“დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა, დავიწყე ტირილი და ამ ტირილზეც დამცინოდა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, რომ ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არამხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო”, – ამბობს სარალიძე.

მთავარი

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share