“დაინფიცირებული და უვარგისი პარტია” – რატომ იგეგმება მილიონობით დოზა Johnson & Johnson-ის ვაქცინის განადგურება?

მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია, ბალ­ტი­მო­რის სა­წარ­მო­ში მომ­ხდა­რი შეც­დო­მის შე­დე­გად, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის „Johnson & Johnson“- ის მი­ლი­ო­ნო­ბით ვაქ­ცი­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას აპი­რებს. „დო­ი­ჩე ვე­ლეს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და.

თი­თო­ე­უ­ლი დოზა, შე­საძ­ლოა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად უვარ­გი­სი იყოს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და არც მწარ­მო­ე­ბელს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რამ­დე­ნი დო­ზის გა­ნად­გუ­რე­ბა იგეგ­მე­ბა. თუმ­ცა, გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, „The New York Times“ ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ სა­უ­ბა­რია 60 მი­ლი­ონ დო­ზა­ზე.

კომ­პა­ნია „Emergent BioSolutions“-მა, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს ვაქ­ცი­ნას, აპ­რილ­ში ამე­რი­კის წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბით შე­წყვი­ტა წარ­მო­ე­ბა, ვი­ნა­ი­დან, პრე­პა­რა­ტის კომ­პო­ნენ­ტე­ბი აე­რი­ათ „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ კომ­პო­ნენ­ტებ­თან.
https://www.alia.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share