ურეკში ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

დღეს, დაბა ურეკის ტერიტორიულ ერთეულში, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ქეთევან მელიქაძემ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი – “სერაფიმი” გახსნეს. აღნიშნული სარეაბილიტაციო ცენტრი, ცენტრალური გათბობით, კონდიცირების სისტემით, სამკურნალო ოთახებით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით არის მოწყობილი. საქველმოქმედო ფონდის „სერაფიმის“ დამფუძნებელი ლია სერგეევაა, რომლის დაფინანსებით ცენტრში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ადრეული ასაკიდან ეხმარებიან. კეთილმოწყობილი ცენტრი, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ინწკირველმა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. მერის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი რეაბილიტაციის ცენტრთან ითანამშრომლებს და სამომავლოდ დაეხმარება.

#ურეკი

#ოზურგეთი2021

#გურია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share