კრისტიან ერიქსენს გულზე ოპერაციას გაუკეთებენ

(პრაიმტაიმი)დანიის ნაკრების ფეხბურთელს, კრისტიან ერიქსენს, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, კარდიოვერტერ დეფიბრილატორს ჩაუდგამენ. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფეხბურთელმა ადგილობრივ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ ოპერაციაზე თანხმობა განაცხადა.

კარდიოვერტერ დეფიბრილატორი უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვის ეფექტური საშუალებაა.

„ევრო 2020“-ზე B ჯგუფში პირველი ტურის საწყის მატჩში, დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრისას, პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა დაემართად და მოედნის გაზონზე უგონოდ დაეცა. ფეხბურთელი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share