ეს არის მასშტაბური თაღლითობა, გვინდა რომ ყველანაირი ხმის მიცემის პროცესი შეჩერდეს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის არჩევნებს იგებდა, „თუმცა მოულოდნელად ყველაფერი გაჩერდა“.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნების მოსაგებად. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ მოვიგეთ კიდეც. ახლა დადგა მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის მასშტაბური თაღლითობა. ჩვენ გვინდა, რომ კანონმა სწორად იმუშაოს. ასე რომ ჩვენ წავალთ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. ჩვენ გვინდა, რომ ყველანაირი ხმის მიცემის პროცესი შეჩერდეს“,- განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი კანონმდებლობით, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია.

პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორსა და 435 კონგრესმენს ირჩევენ.

აშშ-ის კანონმდებლობით, ფოსტით მიცემული ხმების მიღება კიდევ რამდენიმე დღეს გრძელდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share