“დაველოდოთ გაწონასწორებულ, ობიექტურ, იურიდიულ ანალიზს”

ამერიკაში მოღვაწე ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული, სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:
“კარგია რომ რაღაც მოვიგეთ სტრასბურგში, მაგრამ უკეთესი იქნება თუ გავარკვევთ რა მოვიგეთ.
ცხადია, ცივსისხლიანი იურისტები პროფესიულ დონეზე გაარჩევენ ვერდიქტს, მაგრამ არსებობს ელემენტარული ლოგიკაც, რომელიც ერთია იურისტისა თუ არაიურისტისათვის. ამ ლოგიკის თანახმად, ზემოაღნიშნულ ვერდიქტს არავითარი კავშირი არ აქვს საომარი მოქმედებების დაწყებასთან და ეხება მხოლოდ ამ მოქმედებების დასრულების შემდგომ პერიოდს. ამასთან, სასამართლო კონკრეტულად აფიქსირებს ამ პერიოდის ხანგრძლივობას და პრინციპულად აცხადებს უარს იმის განხილვაზე, რომ ადამიანის უფლებები მუდმივად ირღვეოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რაც მთავარია, ეს იყო საომარი მოქმედებების დაწყების ობიექტური მიზეზი, როდესაც საქართველოს სახელმწიფო იძულებული გახდა დაეცვა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამასთან, სასამართლო არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მხარე, როგორც ოფიციალური მშვიდობისდამცველი, იურიდიულად იყო პასუხისმგებელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან დაწყებულ საომარ მოქმედებებზე და რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუდმივად ირღვეოდა საქართველოს მოქალაქეების ინტერესები. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით რუსეთს მოეხსნა პასუხისმგებლობა ომის დაწყებამდე მიმდინარე პროცესებზე და მისი ოფიციალური კონტროლი მხოლოდ შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა, რაზეც რუსეთს თავისუფლად შეუძლია იმართლოს თავი, რომ ომში ჩაება ჰუმანიტარული მოსაზრებით და გარკვეული დრო დასჭირდა კონტროლის დასამყარებლად.
გავიხსენოთ ტალიავინის წყალწყალა დასკვნა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მხარეს შეუძლია იმის მიხედვით, თუ რომელ კონკრეტულ პასაჟებზე გააკეთებენ კონცენტრირებას. დაახლოებით ანალოგიური შინაარსისა და სარგებლიანობისაა ეს „დიპლომატიური“ ვერდიქტიც. ძალიან წააგავს ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანის განცხადებას საქართველოზე, სადაც იგი მხარს უჭერს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, მაგრამ იმავე დროს ეთანხმება მოსაზრებას, რომ არ შეიძლება მტრების გაღიზიანება და პროვოცირება.
ცხადია, მოვლენა მაინც გარკვეულ დადებით კონტექსტს ატარებს, რადგან რუსეთის შესაძლო „გადემოკრატიულება“ და დასავლეთის მიერ ნავალნისადმი უპირობო მხარდაჭერა შესაძლოა ერთ დღეს ახალი გადატვირთვის დაწყების საფუძველი გახდეს და იმ დროისათვის საქართველოს დეოკუპაციის საკითხი რუსეთის ახალი, დემოკრატად მიჩნეული მმართველისათვის ულტიმატუმად უნდა იქნეს წაყენებული დასავლური თანამეგობრობის მიერ. ამ საქმეში კი ყველა მომგებიანი დეტალი გამოსადეგი იქნება.
დაველოდოთ გაწონასწორებულ, ობიექტურ, იურიდიულ ანალიზს.”- წერს სოციალურ ქსელში გურული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    "ამდენი ბოროტი, ბრიყვი, ხარბი და გაუმაძღარი მოღალატე რატომ არის ჩემს სამშობლოში?!"ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყვებს და წერს: "შემოვდივარ ხოლმე ფბ-ში და გავდივარ დაზაფრული და გულმოწამლული. უამრავჯერ დავიწყე რაღაცის წერა, მაგრამ რა დავწერო? თქვენ, ჩემო მეგობრებო, ყველაფერი ჩემზე უკეთესად იცით. ბოღმა ვანთხიო? ამით ვის რას ვარგებ? ეს მხოლოდ ჭრილობაზე მარილის დაყრა იქნება. როგორ გვძულს ერთმანეთი! როდის…
    Tags: და, რომ, რუსეთის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, სოციალური, ქსელი
  • 98
    “დავით გარეჯის 10 მონასტერი ცხოველების და ფრინველების თავშესაფრადაა ქცეული… რაც გაქვთ, იმას მიხედეთ ” – დეკანოზიდეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში დავით გარეჯის საქმეს ეხმაურება და სამონასტრო კომპლექსის ნაწილის საბჭოთა პერიოდში დაკარგვის ისტორიას იხსენებს. დეკანოზის თქმით,  დავით გარეჯის კომპლექსი 17 მონასტრისგან შედგება. მათგან 10 კი მიტოვებული და მოუვლელია. “ეს ერთი კვირაა, შემძაგდა ფეისბუკში სიახლეების შეხედვა, არც არაფერი დავწერე ამ საკითხზე, ვუყურებ და რაც ხდება გარეჯის საკითხის…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, სოციალური, ქსელი
  • 97
    "ვისაც მონობა უნდა, დაუკრას ტაში და გააგრძელოს უბადრუკი ყოფა!"ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში,მთავრობის მიერ,  ქვეყანის ტერიტორიაზე გაგრძელებულ შეზღუდვებს ეხმაურება და წერს: "დაახლოებით 2 კვრის წინ ვთქვი რომ ესენი საგანგებოს გაგრძელებას ზაფხულამდე აპირებენ და თითო თვით გაგრძელებით შემოგვაპარებენმეთქი. ჩემიანებმაც კი ეჭვის თვალით შემომხედეს, არ იქნება ეგ სიმართლეო. ყველაზე მნიშვნელოვანს ზღუდავენ – საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რაც კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, სოციალური, ქსელი
  • 97
    ნიკა გვარამია-დიდი მადლობა წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვისნიკა გვარამია, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის : "მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცნობი ნომრიდან ზარი ჩემს ნომერზე აღარ შემოვა  სამი ათასამდე ზარი განხორციელდა უცნობი ნომრებიდან (ყველა უპასუხოდ დარჩა) და საკომუნიკაციო კუთხით პარალიზებული ვიყავი მთელი დღე  რაც წულუკიანმა გააკეთა, და მერე მას აყოლილმა…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, სოციალური, ქსელი