ტელეფონს აღარ გამოიყენებ!- როგორ არ უნდა დასაჯოთ ბავშვი?

მოზრდილებისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა ბავშვებს ასწავლონ ქცევები აკონტროლონ. პატარების ქცევაზე უფროსების სათანადო თუ არასათანადო რეაგირებას კი ხანგრძლივი ეფექტი აქვს. ეს ბავშვის აზროვნების, ქცევის, გრძნობებისა და სხვებთან დამოკიდებულების ფორმირებას იწვევს. 

დიდებს უნდათ პატარებს ასწავლონ ის მოიქცნენ, როგორც მოზრდილები. ბავშვების დასამორჩილებლად და მათი სასურველი ქცევისათვის კი მშობლები და პედაგოგებიც ხშირად დასჯის მეთოდს მიმართავენ.

რა არის დასჯა? რა გავლენა აქვს დასჯას ბავშვებზე? გიფიქრიათ ამაზე?

დასჯა ერთგვარი პასუხია ადამიანის „არასწორ“ საქციელზე.

ბავშვს „არასწორი“ საქციელის გამო სჯიან მშობლები თუ სხვა უფროსები. დასჯის მიზეზი კი სწორი აღზრდის შესახებ უფროსების არასათანადო შეხედულებაა. ვინაიდან დასჯა ძალადობაზეა დამყარებული, იგი მიუღებელია.

ეზოში არ ჩახვალ! ტელეფონს არ გამოიყენებ! ოთახიდან გაეთრიე“- დიახ, დასჯა მრავალგვარია, ესენი კი  დასჯის ფორმებია. დასჯა ხანდახან ძალიან მკაცრი და ძალადობრივია, რაც მაგალითად, ცემაშიც  გადაიზრდება.

დასჯამ შეიძლება სწრაფად იმოქმედოს, რომ არასასურველი ქცევა შეაჩეროთ, მაგრამ იგი არაეფექტურია გრძელვადიან პერსპექტივაში. ფიზიკური დასჯა ხომ სრულიად მიუღებელი და არაეფექტურია. უმჯობესი იქნება ბავშვებს სწორი დისციპლინით თუ ასწავლით რა არის მისაღები და რა მიუღებელი.როდესაც ბავშვებს ასწავლიან როგორ მოიქცნენ, ისინი სწავლობენ საფრთხე როგორ აირიდონ.

დასჯის ალტერნატივებია: საუბარი, მოსმენა, ქცევის მიზეზების დადგენა, განმარტება და ქცევის სხვა სტილის შეთავაზება, სხვა აქტივობებში ჩაბმა და ა.შ.

მეცნიერები გირჩევენ, რომ ბავშვებსა და თინეიჯერებთან ჯანსაღი დისციპლინის მეთოდები გამოიყენოთ. კერძოდ,

  • ბავშვები კარგი ქცევისთვის შეაქეთ
  • კარგი ქცევის ნიმუში იყავით
  • დააწესეთ ლიმიტები და შექმენით მოლოდინი
  • ცუდი ქცევა უყურადღებოდ დატოვეთ ან შეეცადეთ აღკვეთოთ ყველაფერი, რაც ბავშვის ცუდ ქცევას გამოიწვევს.
  • etaloni.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share