2021 წელს საზამთროს იმპორტი 5-ჯერ, ნესვის კი 2-ჯერ გაიზარდა – სად ვყიდულობთ პროდუქტს

2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ახალი საზამთროს და ნესვის იმპორტი გაიზარდა. თუ შარშან 5 თვეში ქვეყანამ 63,55 ტონა (19,01 ათასი დოლარი) ნესვი იყიდა, წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 119,9 ტონა (21,94 ათასი დოლარი) შეადგინა.

საზამთროს იმპორტის შემთხვევაში კი ზრდა რეკორდულია, არა მხოლოდ 2020 წელთან, არამედ პანდემიურ 2019 წელთან შედარებითაც კი. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის 5 თვეში საქართველომ უცხოეთში 2 590 ტონა (252,9 ათასი დოლარი) საზამთრო იყიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 484,2 ტონა (81,85 ათასი დოლარი), 2019 წელს კი ქვეყანაში 583,4 ტონა (78,79 ათასი დოლარი) ახალი საზამთროს იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელს 5 თვეში საზამთრო 4 ქვეყანაში, ნესვი კი 3 ქვეყანაში ვიყიდეთ:

საზამთრო:

  • თურქეთი – 1 321 ტონა (123,4 ათასი დოლარი)
  • ირანი – 1 246 ტონა (123,4 ათასი დოლარი)
  • აზებაიჯანი – 19,6 ტონა (1,67 ათასი დოლარი)
  • ნიდერლანდები – 2,6 ტონა (4,4 ათასი დოლარი)

ნესვი:

  • თურქეთი – 72,43 ტონა (11,32 ათასი დოლარი)
  • ირანი – 44,36 ტონა (5,94 ათასი დოლარი)
  • ნიდერლანდები – 3,10 ტონა (4,69 ათასი დოლარი)

შეგახსენებთ, რომ საზამთროს და ნესვის გაზრდილი იმპორტი რამდენიმე დღის წინ კახეთში ფერმერებმა გააპროტესტეს და ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. ისინი პროდუქტის იმპორტის შეჩერებას ითხოვდნენ.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share