დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საფეხბურთო სექციის ფეხბურთელებმა სამეგრელოს ზონის გათამაშებაში მორიგი მატჩი, შინ აბაშის – ზანასთან გამართეს.
საფეხბურთო ასპარეზობა ბოხვაურის სტადიონზე გაიმართა. თამაშის დაწყების პირველივე წუთიდანვე დიდი უპირატესობა ჩვენი ბიჭების მხარეს იყო.
ოზურგეთმა შეტევითი ფეხბურთი ითამაშა, რაც შეგეგზე აისახა.
6 : 0 – ოზურგეთმა აბაშა დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ამ ეტაბზე სამეგრელოს ზონაში, ოზურგეთი პირველ ადგილზეა და ლიდერობს.
გუნდი ასპარეზობისათვის : გოჩა კრასოტკინმა, რამაზ ასკურავამ, თორნიკე წულაძემ, გია გაგუამ და გია ტუღუშმა მოამზადეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება