კომენდანტის და პირბადეების მოხსნა მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რეგულაციების გახანგრძლივებას შფოთვა რომ არ მოყოლოდა. თუ იმიტომ მოხსნეს, რომ შედეგი არ მოაქვს, მაშინ აქამდე რატომ გვაწვალეს.. და თუ იმიტომ მოხსნეს, რომ ახლა საჭიროება არაა, აუცრელ ქვეყანაში, სადაც მესამე ტალღას ველოდებით და ყოველდღიურად ისევ გარდაცვლილები გვყავს, რა შედეგს გამოიწვევს?
ცოტა ამოგვასუნთქეს, ბევრი რომ არ გაგვეხურებინა და ასე თუ გაგრძელდება, მერე დავუბრუნდებით ისევ ძველ მდგომარეობას ასეა, როდესაც მთავრობას მაკონტრილებელი არ ჰყავს და თავის ნებაზეა მიშვებული, საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ამბობს, არაუშავს, დროებით ასე მოსულაო. პს. ხვალ ძალიან საინტერესო ანგარიშის პრეზენტაცია გვაქვს, რომელიც მთავრობის მუშაობას აფასებს ამ უკონტროლო პერიოდში-წერს საიას თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება საჭირო აღარ არია, პირველი ივლისიდან კი კომენდატის საათის მოხსნა იგეგმება.