გურიაში ეროვნული პარკი იქმნება.
დაცული ტერიტორია მოიცავს ბახმარო-გომის მთის რეკრეაციულ ზონას.
დღეს ვესწრებოდით WWF ის ფონდის შეხვედრას გურიის ადგილობრივ საჯარო მოხელეებსა,არასამთავრობო სექტორს შორის.
ჩვენ , გარემოს დამცველები დიდი ხანია ვიბრძვით მწვანე გურიისთვის,მისი რეკრეაციული ტერიტორიების, ხეობებისა და ბიომრავალფეროვნების გადარჩენისთვის.
მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ამ საშვილიშვილო წამოწყებას. გურია და კოლხეთის დაბლობი უნიკალურია თავისი რელიქტური სახეობებით, ბიომრავალფეროვნებით. ამას ყველაფერს მდინარეები ასაზრდოებს.
იმედი გვაქვს ეროვნული პარკი შეინარჩუნებს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის, ეკოტურიზმის განვითარებას და რეგიონის მოსახლების დასაქმებას.
ეს არის მისაღები განვითარება და არა ჰესები, რომელთაც სარგებელი მხოლოდ ინვესტორისთვის მოაქვს და ეკოსისტემას ანადგურებენ.
იმედია ჩვენი ძალისხმევა არ ჩაივლის უკვალოდ და შევაჩერებთ ჰესების მშენებლობას მომავალ დაცულ ტერიტორიებზე. ინფორმაციას “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” – ს ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.