გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორს, გიორგი სახოკიას, თანამდებობა დაატოვებინეს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
სახოკია გუშინ თბილისში სასწრაფოდ გამოიძახეს და გადაწყვეტილებაც-მისი შეცვლის შესახებ-იქ აცნობეს.
გიორგი სახოკია გურიის გუბერნატორად მიმდინარე წლის დასაწყისში მაშინდელი პრემიერის გიორგი გახარიას რეკომენდაციით დაინიშნა.