ახალი გუბერნატორის უკან ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი დგას

გავრცელებული ინფორმაციით, გურიის აწ უკვე ყოფილი გუბერნატორის, გიორგი სახოკიას სავარაუდო ადგილმონაცვლის უკან, ადგილობრივი ოლიგარქი, ვანო ჩხარტიშვილი დგას.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ვანო ჩხარტიშვილთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა.

თავად ჩხარტიშვილი ამჟამად დიდი გავლენით სარგებლობს ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველ ბიძინა ივანიშვილის კარზე და პირველი არ არის ის შემთხვევა, როცა ეს უკანასკნელი ირიბად თუ პირდაპირ ჩაერია ადგილობრივ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებში, როცა საქმე საკადრო გადაადგილებებს ეხებოდა.

თავი რომ დავანებოთ შევარდნაძის მმართველობის პერიოდს. როცა მას დიდი გავლენა ჰქონდა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლისას, 2003 წლის დეკემბერში. გურიის გუბერნატორად მისი კადრი, ვახო გოლიაძე დაინიშნა, რამაც მაშინ ადგილზე დიდი ვნებათაღელვა და საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ხუთწლედში ჩხარტიშვილმა რამდენჯერმე შეძლო მისი კადრების დაყენება ამა თუ იმ საკვანძო თანამდებობებზე.

როგორც წყარო გვეუბნება, გიორგი ურუშაძის ოჯახს, რომელიც გადამოწმებული ინფორმაციით გიორგი სახოკიას ადგილმონაცვლედ სახელდება, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახთან ახლო ურთიერთობა აქვს და მისი ამ საკადრო ნახტომის უკან დიდი ალბათობით ოლიგარქი ჩხარტიშვილი დგას.

რაც შეეხება თავად სახოკიას, ვრცელდება ხმები, რომ მისი გადაყენების მიზეზი, ექს პრემიერ გიორგი გახარიასთან ახლო ურთიერთობა გახდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share