სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება კურორტ ურეკელების მიმართვა შსს მინისტრის ვახტანგ გომელაურისადმი, რომელსაც გთავაზობთ სრულად
2021 წლის 25 ივნისს დაბა ურეკში ერთ_ ერთ საოჯახო სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. იქვე ახლოს, დაბადების დღეს აღნიშნავდნენ ახალგაზრდები. გამოძახების მიუხედავად სახანძრო სამაშველო სამსახურმა ძალიან დაიგვიანა, ხოლო მას მერე რაც ადგილზე მივიდა, წყალი დაუმთავრდა და ვერ შეძლო სასტუმროს გადარჩენა. ამ დროს ის ახალგაზრდები რომლებიც საერთოდ არ იცნობდნენ სასტუმროს მეპატრონეებს, თავიანთი შესაძლებლობებით ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას. ზოგიერთ მათგან აქვს დამწვრობა და დამწვარი აქვთ ტანსაცმელიც. იმ ფაქტით გაღიზინაბულებს, რომ სახანძრომ დაგვიანების და წყლის არ ქონის გამო ვერ შეძლო სასტუმროს გადარჩენა, შელაპარაკება მოუვიდათ სახანძროს ეკიპაჟთან რომლებსაც პოლიციის ეკიპაჟიც ახლდა თან. დააკავეს ერთ_ ერთი, შოთა ლოლაძე და გადაიყვანეს წყალწმინდის განყოფილებაში.
ადმინისტრაციულად დაკავებული პირის ორი ძმა და მეგობრები პოლიციის შენობასთან იდგნენ და ელოდებოდნენ იმის გარკვევის რა მოლოდინები შეიძლება ქონოდათ მომხდართან მიმართებაში. შეკრებილებმა დაინახეს შოთა ლოლაძე რომელიც პოლიციის შენობაში პოლიციელის მხრიდან ფიზიკური ანგარიშწორების გამო გახდა ცუდად, როგორ ჩამოიყვანეს თითქმის უგონო მდგომარეობაში პირველ სართულზე, ხმამაღალი გადაძახილებით ითხოდვნენ დახმარებას. შეკრებილებიდან ნაწილი შევიდა პოლიციის შენობაში, კითხვაზე რა დაემართლა ლოლაძეს პოლიციელმა უპასუხა რომ დიაბეტიანი იყო და ცუდად გახდა. შოთა ლოლაძეს დიაბეტი არ აწუხებდა რაც ცნობილი იყო ძმებისთვის, მისი ფიზიკური მდგომარეობა ნათლად ასახავდა რომ ის ნაცემი იყო. ისინი ითხოვდნენ ლოლაძისთვის სამედიცინო დახმარებას, მათ მოთხოვნას პოლიცის მხრიდან ცინიზმით უპასუხეს და მომხდარით გაღიზიანებული ახალგაზრდებიდან კიდევ ერთი, დავით კვაჭანტირაძე დააპატიმრეს.
რათქმაუნდა მდგომარეობა ძალიან გართულდა. მდგომარეობის განსამუხტად პოლიციის შენობაში დაბრუნდა ივანე თოდუა რომელიც იცნობდა მორიგე პოლიციელს და მიმართა სიტყვებით “ერთი სოფლის შვილები ვართ, რაც მოხდა სირცხვილია, ამ ადგილზე სადაც პოლიციის შენობაა მთელი ბავშვობა ფეხბურთს ვთამაშობდით, ახლა რაც ხდება ეს ამბავი არაა კარგი არავისთვისო” თუმცა საუბარს პოლიციასთან რომელიც სავარაუდოდ ათვიცნობიერებდა, რომ ლოლაძის ცემის ფაქტი გაურთულებდათ მდგომარეობას, არაფრის მომცემი იყო.
პოლიციის შენობაში შებრუნდნენ გარეთ მყოფები და ისინიც ცდლობდნენ მდგომარეეობის გარკვევას. ნაცემი და თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი ლოლაძის დახმარებას. პოლიციის შენობაში მოხდა შელაპარაკება მხარეებს შორის, პროცესებმა პოლიციის წინ გადაინაცვლა და იქვე დამხმარე ეკიპაჟების მიერ მოხდა 13 ახალგაზრდის დაკავება და გადაყვანა.
გუშინ, დაკავებულის ადვოკატებს ჩაბარდათ საქმის მასალები და საქმე აღძრულია უმძიმესი მუხლით, საქმეში შეთითხნილია უამრავი არარსებული ფაქტი და გარემოება, საქმეში არ დევს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ისე ედავებიან ცამეტივე დაკავებულს პოლიციაზე თავდასხმას, ფიზიკური ჯანმრთელობის მოშლას.
მუხლი რომლითაც აღძრულია საქმე ითვალისწინებს პატიმრობას შვიდიდან თერთმე წლამდე. აი ასე ცდილობს პოლიცია და პროკურატურა ლოლაძის ცემის ფაქტის გადაფარვას.
დღეს 10 საათზე დანიშნულია სასამართლო სხდომა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, პროკურატურა ითხოვა პატიმრობას ცამეტივე დაკავებულის მიმართ. სასამართლოს მხრიდან არ ველოდებით იმაა რომ საქმეს ობიექტურად შეხედავს, მით უფრო, რომ ბატონი გომელაური გამოვიდა და ტერორისტებად შერაცხა დაკავებულები.
სასამართლო განხილვის შემდეგ იგეგმება ცენტრალური გზის გადაკეტვა სწორედ იმ შენობასთან საიდანაც დაიწყო ეს უსამართლობა. ხალხი არ დათმობს იმ ბიჭებს რომლებიც თავით შევარდნენ ხანძრის დროს სხვისი საკითრების გადასარჩენად, ბიჭებს რომლებიც გაწირა პროკურატურამ და პოლოციამ. არ დათმობს ბიჭებს რომმლებისგანაც სოფელს არაფერი ახსოვს სიკეთის და თანადგომის გარდა!!!
ვახტანგ გომელაურს მივმართავთ, პოლიციის მუნდირი მაშინაა დასაცავი როცა ის ნამდვილ პოლიციელს აცვია და არა მოძალადე კურდღელს!
არ დავთმობთ და არ დაგითმობთ !!!
ომში ჩაგვრთეთ და ჩვენც თავს დავიცავთ!