ხელის თხოვნა ბახმაროში- კურორტზე ჩარჩენილი წყვილის ისტორია თოვლიანი მთებიდან

ბახმაროში დიდთოვლობის გამო კურორტთან მისასვლელი გზა დღეს დილიდან ჩაკეტილია. დასახლებაში დაახლოებით 200 ადამიანია ჩარჩენილი. მთელი დღეა შეუჩერებლად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, მაგრამ ამ დრომდე ვერ ხერხდება იქიდან მათი გამოყვანა.
ასეთი რთული სიტუაციის მიუხედავად, კურორტზე დარჩენილი ერთი წყვილის ისტორია პოზიტიურად განვითარდა. ბიჭმა შეყვარებულს სიურპრიზი მოუწყო და ხელი სთხოვა, გოგონაც დასთანხმდა და ახლა თავიანთ სტუმრებთან ერთად, ბედნიერი წყვილი დახმარების მოლოდინში ელოდება კურორტიდან ბარად ჩამოსვლას.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში, სიძის და ასაჯაროვებს და თავის ტყუპ ძმას გიგა პაიჭაძეს და უკვე რძალს სალო შერგელაშვილს, გაბედნიერებას ულოცავს. აღსანიშნავია ის, რომ ახალგაზრდები კურორტზე ტყუპების დაბადების დღის აღსანიშნავად ავიდნენ.
“ჩემს ტყუპს სიგიჟემდე, რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის, მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს “ოქროს დაბადების დღესაც”, გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ, ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას ვისაც შენი ბედნიერება უხარია , ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად !”
Happy Our Golden Birthday, She Said Yes ! – წერს სოციალურ ქსელში იუბილარი და სიძის და ხატია პაიჭაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share