ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში
“პარლამენტში რაგინდარა მიზეზით შესვლის მომხრეების კომენტარებს რომ ვკითხულობ, განსაკუთრებით მახალისებს არგუმენტები საერთაშორისო ტრიბუნის აუცილებლობის და “ოცნების” მარტო დატოვების ჰუმანიტარულ-პოლიტიკური საშიშროების შესახებ.
სირცხვილია ამხანაგებო, სირცხვილი!
აგერ, ქვეყანაში კამკამიძეცაა, ბუწაშვილიც, კალოიანიც, კანდელაკიც, გზირიშვილიც, მაგრამ გამოვიყენეთ?
ამ ხალხს შეეძლო საერთაშორისო დონეზე ემართა პანდემია, მაგრამ …
და ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ “ოცნების” გაყალბებული არჩევნებით შეკოწიწებული უმრავლესობა ნორმალური მართვის საშუალებას მისცემს ოპოზიციას?
8 წელი არ გვეყო დასარწმუნებლად? საკმარისი კატასტროფა არ განვიცადეთ?
არ არის ეს სახუმარო, პატივცემულებო; 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს და მომავალს ვანდობთ ამ ე.წ. მთავრობას; აღარაფერს ვამბობ იმათზე, ვინც ხვალ უნდა დაიბადოს ჩვენს გასაცოდავებულ, გაღატაკებულ ქვეყანაში.
კარგად დავფიქრდეთ ნაირნაირი ინტელექტუალური წიაღსვლებისას, როდესაც სასწორზე ასეთ არჩევანს ვდებთ.
ყველას უნდა ახსოვდეს, რა პასუხისმგებლობას აიღებს თავზე ის, ვინც დათმობს და სიყალბესთან კონსენსუსზე წავა. ვერავინ გაექცევა ამხელა ცოდვას.”