რაც უფრო მეტად უხდი ხარკს სხვის შეხედულებას, მით უფრო ემონები შენთვის მიუღებელ პრინციპებს. შეიძლება რაღაც პერიოდი ეს შეძლო, მაგრამ საბოლოოდ მაინც დგები არჩევანის წინაშე და საკუთარი თავი შემოგძახებს- ,,ასე გაგრძელება შეუძლებელია”…
მერე იწყებ ფიქრს, როგორ უნდა დააღწიო თავი შენ მიერ ხელოვნურად შექმნილ მეორე სახეს, რომელმაც დაგამახინჯა და საბოლოოდ დაგაზარალა…
აქაც შეცდომას უშვებ, რადგან დიდხანს ფიქრობ გადაწყვეტილების მიღებაზე… უნდა ადგე და დაუფიქრებლად გაწყვიტო კავშირი ყველაფერ ხელოვნურთან…
შემზარავია იცხოვრო სხვისი ხათრით, სხვისი ინტერესით, სხვისი აზრით, სხვისი გემოვნებით, სხვისი სურვილით და ცხოვრება რომ ჩაგივლის, სადღაც ბოლოში მაინც მიხვდები, სად იყავი ,,შენ”…
არადა, რაც არ უნდა ცოტა, რაც არ უნდა პატარა მოგეჩვენოს შენი ცხოვრება, ყველაფერს მაინც ის სჯობს, შენით იცხოვრო… შეცდომას დაუშვებ?! შენი გადაწყვეტილებით დაუშვა… გაიმარჯვებ?! შენი ძალებით მიაღწიო გამარჯვებას!..
ასე უფრო გაიგებ, შენი დაბადების მნიშვნელობას… ვიდრე იმ ჭადრაკის დაფით, რომელზეც სხვა გაყენებს და თავის ჭკუაზე გათამაშებს!..
პეტრე კოლხი