ლგბტ-ს აქტივისტი გავხდი – ირმა სოხაძე

„ცოტა ღიმილის მომგვრელია, რომ ამ ბოლო დროს მე ერთგვარად გავხდი, რაღაცნაირად აქტივისტი და ლგბტ თემის მხარდამჭერი, თუ დამცველი. არ დამიმალავს არასოდეს და ამას უმრავლესობასაც ხშირად ვეუბნები, რომ 2013 წლის 17 მაისამდე რადიკალურად სხვა აზრზე ვიყავი“, – ასე ეხმაურება მომღერალი ირმა სოსაძე იმ რადიკალური ჯგუფების მიერ გამოხატულ ძალისმიერ პროტესტს, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში ლგბტქ თემის წარმომადგენელთა აქტივობის მისამართით აქტიურად მიმდინარეობს.

მომღერლის თქმით, ზღვარგადასული მიუღებლობა და აგრესია, ხშირ შემთხვევაში უფრო რეალურად ასახავს მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებს.

„ეს აგრესია, ეს ზღვარგადასული მიუღებლობა, გარდა საპასუხო აგრესიისა იწვევს თანაგრძნობასაც და ეს უნდა გავიაზროთ ყველამ. სულ ვფქირობდი და ვკამათობდი, რომ ვინ ჩაგრავთ, არავინ არ ჩაგრავთ, მქონდა ასეთი სტერეოტიპული აზრები, მაგრამ 17 მაისს, მე თვალნაათლივ დავინახე, რომ ეს ადამიანები მართლაც საშინელ მდგომარეობაში არიან. მათ ჩაგრავს ყველა, ვისაც არ ეზარება: ერი, ბერი, ეკლესია და ა.შ. ვინც არ უნდა იყოს, ერთი ადამიანის მიერ, მეორეს ჩაგვრა წარმოუდგენელია იმ მიზეზით, რომ შენ რადგან ჩემნაირი არ ხარ, მე უნდა გამოგეკიდო ტაბურეტკით, ჯოხით თუ… ეს არ ჯდება არანაირი სამართლიანობის ფორმებში“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ საუბრისას მომღერალმა.

მისივე თქმით, ჰომოსექსუალიზმი არ არის დაავადება და ლგბტქ თემის წევრების ჩვენს შორის მშვიდობიანი და თავისუფალი თანაცხოვრებით, ის არავის გადაედება.

„მე არაფერს არ ვამბობს ორიგინალურს და გასაკვირს, მე ვიმეორებ რომ ეს აგრესია არის ერის რეგრესი და ეს არის აუტანელი. 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, მე მართლა გავხდი მათი მხარდამჭერი. ნუ გვეშინია, რომ ჩვენს შვილებს რაიმე საფრთხე ემუქრება, არავითარი საფრთხე არავის არ ემუქრება, ეს არ არის არც გადამდები და არც დაავადება“, – განაცხადა სოხაძემ.

მომღერალი მედიის მიერ, პრაიდის გაშუქების საკითხსაც შეეხო.

„მინდა მედიას მოვუწოდო, რომ ამ უცხოეთის პარადებს, რომელიც თეატრალიზირებული სანახაობაა ნუ აჩვენებთ, რადგანაც საქართველოში მსგავსი არაფერი იგეგმება და საზოგადოების ნაწილისთვის კი, ეს პირდაპირ არის აღქმული, რომ აქაც იგივე უნდა გაიმართოს“, – განაცხადა სოხაძემ.

ცნობისთვის, თბილისი პრაიდის კვირეული, პირველ ივლისს დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დაიწყო, რომელსაც კლუბ „ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რადიკალური ჯგუფების მობილიზება და ღონიძიების ჩაშლილის მცდელობა ახლდა თან, რისი საშუალებაც მათ, სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მსვლელობისას ფილმის სანახავასდ მისულ მოქალაქეებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რადიკალებმა კვერცხები და ბოთლები ესროლეს, რასაც 23 აქტივისტის დაკავება მოყვა.

შეგახსენებთ, რომ 22 დაკავებული გუშინ 2 ივლისს, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, ხოლო ერთი დაკავებულის საქმეზე, სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. დაკავებულებს ბრალად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგონობა ედებათ.

https://cnews.ge/

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share