გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო. დიუსელდორფიდან შესრულებულ პირველ რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მოადგილესთან და გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად დახვდა. მისი განცხადებით, Eurowings-თან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო და გადაწყვეტილება ფრენების შესახებ მალევე იქნა მიღებული. Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის რეისს კვირაში ორჯერ AirBus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.