Johnson & Johnson-ი აცხადებს, რომ მათი ვაქცინის მიღების შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი, სულ მცირე, 8 თვეს ძლებს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, Johnson & Johnson-ის ვაქცინა კოვიდის დელტა შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია.
„ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Johnson & Johnson-ის ერთი დოზა საკმაოდ ძლიერ იმუნურ რეაქციას წარმოშობს“,- აცხადებენ კომპანიაში.