კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ ვართ სრულიად გადაგვარებული, გაუნათლებელი, უკულტურო ველური ბრბო და არა ერი.
ბორია ივანაშვილმა თავის დონეზე დაიყვანა ხალხის შეგნება – უვიცობა და სიხარბე, აი მათი მთავარი მაჩვნებლები. ჩვენმა შავბნელმა ეკლესიამ კი ყველანაირად ხელი შეუწყო ამ სრულ გაველურებას.
ყოველდ სინდის-ნამუს გამორეცხილი ცინიკოსი, კობახიძე აცხადებს, რომ ყველაფერ ამის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას, ხოლო ნაციონალური მოძრაობის უკან კი რუსეთია. უბედურება ის არის, რომ ეს ველური ბრბო ამას დაიჯერებს.
იყო დრო, ქართველობით ვამაყობდი. დღეს მრცხვენია, რომ ქართველი ვარ. ასეთი სამარცხვინო, ასეთი ველური ქვეყანა თუ არის სადმე, თუნდაც აფრიკის ჯუნგლებში, არა მგონია-ამერიკაში მცხოვრები ქართველი, პროფესორი დოდონა კიზირია ასე ეხმაურება დღეს, დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს.