ვაგინოთ ერთმანეთს ხანდახან, თუ ეს აუცილებელია, მაგრამ ცემა? ხოცვა? აღარ გაგვაჩნია გამოსაშვები სისხლი – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გუშინ, 5 ივლისს ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ის ფეისბუკ-პოსტში წერს, საქართველოში არ იმყოფება, უცხოელ მეგობრებს კი ყველაფერ კარგს უყვება სამშობლოზე.

ფსიქოლოგი გმობს ძალადობას და მოუწოდებს საზოგადოებას, ერთმანეთის თმის ღერსად კი გაუფრთხილდნენ.

„საქართველოში არ ვარ. უცხოელ მეგობრებს ერთი კვირაა ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები, ვაქებ, ვტრაბახობ, ვაწონებ და ვეპატიჟები. ინტელექტუალური ხალხია, მათი გატანილი აზრი, ჩვენი ქვეყნის შეყვარება სასარგებლოა სახალხო დიპლომატიისთვის, ჩვენი ყველას შვილის მომავლისთვის. ხომ გჯერათ, რომ საკუთარი შვილებისთვის საუკეთესო მინდა? ხოდა ხომ ვცდილობ, მათ კარგ ქვეყნებში, კარგ უნივერსიტეტებში სწავლას შევუწყო ხელი. მათი მოგზაურობის უფლებას, სტუმრების მიღების უფლებას. მოგზაურობა ხომ კიდევ უფრო ავითარებს ადამიანებს, ის რასაც შეეხე, ახლოს გაეცანი, შენი თვალით ნახე. ასევე ვცდილობ, მიღებული უცხოური გამოცდილებები იმ პროფესიაში, რომელსაც ვემსახურები, აქ სტუდენტებს ჩამოვუტანო. ხომ გჯერათ, რომ წყნარ, გაღიმებულ, წინ მიმავალ ქვეყანაში მინდა იზრდებოდნენ ჩემი შვილები და თქვენი ყველას შვილის ბედნიერების გარეშე ეს ხომ შეუძლებელი იქნება? ყველა კარგად უნდა იყოს, რომ თითოეული ჩვენგანი გრძნობდეს თავს ნამდვილად კარგად.

კარგი, მე ერთი გაჩეჩილი, მხიარული ქალი გგონივართ იქნებ, მაგრამ იმასაც ხომ ხედავთ, რომ მთავრობის წევრები და ყველა, ვისაც ოდნავ შესაძლებლობა აქვს, ცდილობს იგივეს, რასაც მე ჩემი შვილებისთვის? ხოდა ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც თქვენი შვილების მომავლისთვის ერთმანეთის ხოცვისკენ გიბიძგებთ, დღეს მუშტებით, გუშინ ავტომატებით, ხვალ ისევ იარაღს დაგვირიგებენ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ტყუილია ყველა „ფასეულობას“ ამოფარებული წაქეზება, რომელიც ერთმანეთს გვაკარგინებს, ფიზიკურად და მორალურად გვაზიანებინებს. ნურც მათ დაუჯერებთ, რუსეთის სიკეთეზე ვინც გელაპარაკებათ. ვინც გეუბნებათ, რომ ჩვენი ბრალია, ქვეყანა რომ ჩამოგვაგლიჯეს. ერთ თანამდებობის პირს მაინც იცნობთ, ან აგრესიულ რომელიმე მღვდელს თუნდაც, შვილს რომ რუსეთში ასწავლის, ან ჟიგულით დასეირნობს? თქვენთვის სხვა საქართველო უნდათ და თავისთვის სხვა? სხვა საქართველო არ არსებობს. ერთია და ყველა ჩვენგანის სახლია.

 

სულელია, ვისაც ჰგონია იმეფებს, სხვებს თუ ამოძირკვავს. ხანმოკლეა ეგეთი „ბატონობა“ და ქვეყნის გადარჩენისკენ არ არის მიმართული. არავის არ უნდა დავემორჩილოთ, ვინც გვეუბნება, დაარტყი, ქვა ესროლე და დააზიანე შენიანიო. გვაქვს სიტყვები, ვაგინოთ ერთმანეთს ხანდახან, თუ ეს აუცილებელია, მაგრამ ცემა? ხოცვა? აღარ გაგვაჩნია გამოსაშვები სისხლი. ერთმანეთის თმის ღერს უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ორი გრამი ტვინი მაინც თუ გვაქვს თავში. მოკლედ, ეს ჩემი ძლიერი ქვეყნების მოქალაქე მეგობრები დამპირდნენ ჩამოვალთო, თარიღებზეც შევთანხმდით. გუშინდლამდე ვიყავი წელგამართული. გუშინ კი ერთი დარდი მქონდა მხოლოდ, ნეტავ ახალი ამბებით არ დაინტერესდნენ-მეთქი“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

ნახეთ ჟურნალისტების სია, რომლებიც აქციაზე დაშავდნენ:

 

“რუსთავი 2”-ის ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი

 

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი მარიამ ქუმსიშვილი

 

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე

 

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თორნიკე მანდარია

 

“რადიო თავისუფლების” ოპერატორი დათო ქორიძე

 

“რუსთავი 2”-ის ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი

 

“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ​

 

On.ge-ს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე

 

“ფორმულას” ჟურნალისტი რატი წვერავა

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ნინო გაზდელიანი

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი დათუნა ახალაძე

 

“მთავარი არხის” ოპერატორი ანრი ჯოხარიძე

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი

 

“მთავარი არხის” ოპერატორი თორნიკე ბარნაბიშვილი

 

“ფორმულას” ჟურნალისტი გუგა დვალიშვილი

 

“ტაბულას” ჟურნალისტი მაკო ჯაბუა

 

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ლუკა პერტაია ​

 

პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი

 

​აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი

 

“პალიტრანიუსის” ოპერატორი რომა ტარუღიშვილი

 

“გურიანიუსის” ჟურნალისტი მერაბ ცაავა

 

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი გიორგი პერტია

 

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა

 

“რუსთავი 2-ის” ოპერატორი ზურა მანაგაძე

 

“რუსთავი 2-ის” ოპერატორი ბექა ათაბეგაშვილი

 

“რუსთავი 2-ის” ოპერატორი ​​ნიკოლოზ ურუშაძე

 

“ტვ პირველის” ჟურნალისტი გუგა მაისურაძე

 

“ფორმულას” ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე

 

“ფორმულას” ოპერატორი ნიკოლოზ ქალიაშვილი

 

„ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი

 

“იმედის” ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი

 

“იმედის” ოპერატორი შოთა კირვალიშვილი

 

“ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი გაბუნია

 

“ფორმულას” ოპერატორი ლექსო ხომასურიძე

 

“ტვ პირველის” ოპერატორი ლევან ბრეგვაძე

 

“ფორმულას” ფოტოგრაფი ვახო ქარელი

 

“ფორმულას” ოპერატორი ზაზა კაპანაძე

 

“ფორმულას” ოპერატორი გიორგი მაისაშვილი

 

“ფორმულას” ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი

 

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული

 

“ნიუპოსტის” ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე

 

CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე

 

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ნათია ქოქოსიძე

 

“მთავარი არხის” თაკო ლეკვეიშვილი

 

“მთავარი არხის” ოპერატორი ვაჟიკო ჩხაიძე

 

“მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბლოთია

 

“მთავარი არხის” ოპერატორი ლევან კალანდია

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share