კალაძე: ქვეყანაში უნდა იყოს მეტი სიყვარული

თბილისის მერი კახა კალაძე, ქვეყანაში ორდღიანი ძალადობრივი ჯგუფების მიერ დარბევის შემდეგ, დღეს ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთბს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს უფრო მეტი სიყვარული.

“რამდენიმე დღის წინ მედიის მიმართ ვიხილეთ ძალადობა და ეს კატეგორიულად მიუღებელი და დარწმუნებული ვარ ყველა სარად მოაზროვნე ადამიანი გმობს ამ ძალადობას და არავისთვის მისაღები არ არის როგორც ფიზიკური ძალადობა, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, შესაბამისად ჩვენ ყველამ ერთად ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებულია, იყოს წინ წასული, იყოს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, ადამიანებში იყოს ურთიერთპატივისცემა, იყოს მეტი განათლებული ადამიანი, რაც ასევე ძალიან მნიშნველოვანია”,- ამბობს კალაძე.

https://metronome.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share