ოქიტაშვილი წულუკიანზე: გაამართლა კი არა, ასეთი კულტურის მინისტრი საქართველოს კაი ხანი არ ყოლია

“თეა წულუკიანმა გაამართლა კი არა, ასეთი კულტურის მინისტრი საქართველოს კარგი ხანია არ ჰყოლია. ამას გაამართლა არ ჰქვია. იმ დარგების ხალხი, რომელი დარგებიც მოღვაწეობდნენ, საერთოდ კულტურის სამინისტროს კარებთანაც არ უშვებდნენ. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თეა წულუკიანს. იმიტომ ვიძახი ყოველთვის, რომ არ შეიძლება ადამიანზე წინასწარ ილაპარაკო და მიაყენო შეურაცხყოფა, როცა არ იცი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდა. პირველ რიგში, რაც თეამ გააკეთა – კაბინეტებში რომ ჰქონდათ წინა მთავრობის დროს უნიკალური ნახატები, ჩამოხსნა და მუზეუმს დაუბრუნა, ამას ვერავინ ბედავდა. ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც განადგურების პირას იყო, გამოაცოცხლა, უშუალოდ მიდის და ეცნობა, რაც არავის ეწყინოს, მაგრამ ასეთი კულტურის მინისტრი საქართველოს კაი ხანი არ ყოლია”,- განაცხადა კულტურის პალატის თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა მეტრონომთან საუბრისას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share