შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ოზურგეთის ბაზრიდან გააქციეს

ხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში სადაც ცოტა ხნის წინ ერთმანეთს შემოსავლების სამსახურის ფოთის ბიუროს თანამსრომლები და ბაზრის მოვაჭრეები დაუპირისპირდნენ.

მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა როცა შემოსავლების სამსახურის ტანამსრომლები, ადგილობრივების მტკიცებით, სიტყვიერ შეუარაცხყოფაზე გადავიდნენ.

ადგილი ქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, მდგომარეობა კი ადგილზე საპატრულო ეკიპაჟების მისვლის შემდეგ განიმუხტა.

შემოსავლების სამსახურის თანამსრომლები ჩვენთან კომენტარს არ აკეთებენ და პრეს სამსახურისკენ გვამისამართებენ, პირად საუბრებში კი აცხადებენ რომ ცდილობდნენ კონტრაბანდული საქონელის, კერძოდ სიგარეტის ქსელიდან ამოღებას.

ადგილობრივები აცხადებენ რომ მათ კერძო საკუთრებაში უცხო პირები შემოიჭრნენ და უკანონოდ ცდილობდნენ მთლიანი საქონლიოს მიტაცებას, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ.

მოქალაქე რეზო გობრონიძე, რომელიც ამ მოვლენების თვითმხილველი შემთხვევით გახდა  გვიყვება, რომ მან შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს კანონიერებისაკენ მოუწოდა, სანაცვლოდ კი მას ამ თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა  მიაყენეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share