გურიის ადმინისტრაციულ ცენტრს, დღეს, ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ეწვევა.
როგორც ოზურგეთის მერიიდან გვაცნობეს, მისი აღმატებულება დაბა ლაითურსა და ნარუჯაში მოცვის პლანტაციებს მოინახულებს და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ამ დარგის განვითარების პერსპექტივებს განიხილავს.