“ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ. გზავნილები მაგალითად იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები პატრიარქის დაკავებას თხოვდნენ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ. იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენ გადადგომას, ეს გასაგებია და ნორმალურია, ეს მათ უნდა მოითხოვონ, ეს არის მათი ოცნება”.
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.