“აღმოჩნდა ჩვენს სახელმწიფოში ნაწილი ადამიანებისა, რომლებისთვისაც წითელი ხაზიც არ არსებობს. კიდევ უფრო ტრაგიკულია, რომ აი ეს საღაცა ორ ფეხზე მოსიარულე არსებები, სრულიად გამხეცებულები და გავეშებულები არ არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან მართულები” – ამბობს “ტვ პირველთან” რეჟისორი გიორგი სავანელი და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს:
” რაც ხდება, ეს არის სახელმწიფო ტრაგედია. ეს სახედაკარგული ადამიანები არსებობენ, მაგრამ იმიტომ არსებობს კანონი და სახელმწიფო, რომ ეს ყველაფერი იყოს აღკვეთილი. როდესაც ხელს უწყობ კონფრონტაციას, აქ ესაა მთავარი პრობლემა. პრემიერი ყველნაირად გაცდენილია ყველანაირ ზღვარს. მუჭანახევარას დონეზე არიან, ხან იმდენი პოლიციელი გამოყავთ, გადამეტებულად, ხან არასაკმარისად… საზოგადოების ნაწილი, როცა ამბობს, რომ კი ვემიჯნები ძალადობას, მაგრამ… ეს უკვე სირცხვილია, არა ჰუმანურია და თუ უნდათ მათ მკვლელების, დამნაშავეების, არაადეკვატურების მხარეს იდგნენ და გაწირონ მომავალში ადამიანების სიცოცხლე, მაშინ ვაღიაროთ, რომ ვართ უმარგინალურესი ადამიანების თავყრილობა. მაგრამ, ეს ჩვენ არ გვინდა და ამიტომაც ვდგავართ რუსთაველზე”-ამბობს რეჟისორი.