გაიცანით, ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის ნიჭიერი ტყუპი და – ანანო და მარიამ ორბელაძეები

ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში უამრავი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს მშობლიური სკოლა, საზოგადოებას სიამაყით აცნობს.

ამჯერად, სკოლა ტყუპ დებს, ანანო და მარიამ ორბელაძეებს გვაცნობს. ტყუპები პირველი კლასიდანვე სანიმუშო სწავლითა და ყოფა-ქცევით გამოირჩევიან. მათ 2020-2021 სასწავლო წელსაც გამოიჩინეს თავი და მე-11 კლასი წარმატებით დაასრულეს. ანანო და მარიამი ოქროს მედლის კანდიდატებად მოიაზრებიან.

ტყუპები, გარდა სწავლისა, სასკოლო ღონისძიებების აქტიური მონაწილეებიც არიან. განსაკუთრებით კი ცეკვა უყვართ და ამ კუთხით მათ დიდი მომავალი აქვთ.

ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი, ქეთევან ქადიეშვილი ტყუპებს წარმატებას უსურვებს ყველა სფეროში და იმედოვნებს, ანანო და მარიამი მრავალჯერ ასახელებენ სკოლას.

https://www.etaloni.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share