“უნდა ჩამოყალიბდეთ, რევოლუციონერები ხართ თუ ჟურნალისტები” – სუბარი ოპოზიციურ ტელევიზიებს

“ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ოპოზიციური არხების ჟურნალისტებს მიმართავს, რომ “ან რევოლუცია გააკეთონ, ან ჟურნალისტობა გააგრძელონ”.

ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” იმ გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი წევრები იმ 4 ტელევიზიასთან, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, კომენტარს აღარ გააკეთებენ.

“უნდა ჩამოყალიბდეთ, რევოლუციონერები ხართ თუ ჟურნალისტები. როცა გადაწყვეტთ, რომ ჟურნალისტები ხართ, კომენტარებსაც მოგცემთ. სანამ რევოლუციონერობთ, მანამდე არ ვაპირებ[…] რევოლუცია თუ გინდათ, რევოლუცია გააკეთეთ, გელოდებით. თუ არადა, თუ ჟურნალისტები ხართ, გააგრძელეთ ჟურნალისტობა”, — განაცხადა სუბარმა.

“ქართული ოცნების” წევრები იმ 4 ტელევიზიასთან, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, კომენტარს აღარ გააკეთებენ. ამის შესახებ დღეს, 15 ივლისს, ჟურნალისტებს დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანია.

მისი თქმით, “ოცნების” წევრები ამ ტელევიზიებს კომენტარს მანამ არ მისცემენ, სანამ “უზნეო კამპანია” იქნება.

https://netgazeti.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share