რუსი ოკუპანტები წაღვლი-ჩორჩანის ტყის მიმდებარედ უკვე სატანკო სანგრებს თხრიან – ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი, დავით ქაცარავა ავრცელებს. მან ადგილზე გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ოკუპანტების მოქმედება ტყის მახლობლად, სოფელ კოდას მიმდებარედ, ავტობანიდან რამდენიმე მეტრში ხდება. ქაცარავას ინფორმაციით, სოფელ კოდასთან ოკუპაციის ხაზის მიჯნაზე გაკეთებული სპეციალური, მძიმე ტექნიკის სადგომი პირველად 10 ივლისს შენიშნეს, მას შემდეგ კი ასეთი ნაგებობების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
“ეს სანგრები განლაგებულია ზუსტად ოკუპაციის ხაზთნ, ეს არის სამზადისი და ამ სანგრებში განლაგდება მძიმე ტექნიკა”, – ამბობს ქაცარავა.
მისივე განცხადებით, ნებისმიერ წუთს შესაძლოა აგრესიულ მოქმედებებს ან ძალის დემონსტრირებას ველოდოთ.