“ორგანიზატორებს აკავებენ! ანუ “ბანდიტები” ბანდიტებს აკავებენ!ასეა, მიხვდით რუსეთზე მომუშავე პაიკები?! რომ ,როცა დასჭირდებათ ჯერ გამოგიყენებენ საკუთარი ქვეყნის- ხალხის წინააღმდეგ და მერე გაგწირავენ საკუთარი “თავების” გადასარჩენად! ასე იცის დუგინის და ” უზურპატორის” მსახურებამ!!! ვასაძე- ბრეგაძე როგორ არიან ?! ( მე კი ფასადური მგონია ეს ყველაფერი, დასავლეთს რომ დაანახონ)”,-
ასე ეხმაურება პარტია “კანონი და სამართალი” – ს ლიდერი, პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი დღეს შსს-ს მიერ “ალტ ინფოს” დამფუძნებლებისა და რადიკალური დაჯგუფებების ლიდერების, მახარაძის, ფალავანდიშვილისა და მორგოშიას სახლებში ჩატარებულ ჩხრეკასა და მათ პოლიციაში გადაყვანას.