“ვის, ვის და შალვა პაპუაშვილს რომ დააბრალებ რაიმე ფორმით ძალადობას, იქ იწყება უკიდურესი დესტრუქცია და ძალადობა!!!” – ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ამილახვარი პარლამენტში დეპუტატ შალვა პაპუაშვილის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას ადგილიდან ძალით გაყვანას. “ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან ემსახურება არა ძალადობას, არამედ სიმართლეს და კონსტრუქციულ მიდგომებს პოლიტიკაში. რაც მთავარია, ამკვიდრებს ამას! და ეს ყველაფერი იმ ძალისგან, რომელიც ასოცირდება სიცრუის ტირაჟირებასთან და მრავალ ძალადობასთან!” – წერს ამილახვარი. დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა.