თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას გვიდასტურებს კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.
როგორც მან “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრა, 30 წლამდე ქალს საკეისრო კვეთა ნაადრევად, 36-ე კვირას უტარდებოდა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო ის გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 17 ივლისს მოხდა.
რატიანის თქმითვე, ახალშობილი გადარჩა, აპარატიდან მოხსნილია და ამ დროისთვის, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.