“ქართული ოცნების” დეპუტატები კრიტიკული მედიის კითხვებს ისევ გაურბიან. “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას დედაქალაქის მერთან დაკავშირებით, სოზარ სუბარი ცინიკურად პასუხობს:
“გადააყენეთ მთავრობა თუ ჯერ ვერა? გადააყენეთ მთავრობა თუ ჯერ ვერ გადაგიყენებიათ….თქვენ შეგიძლიათ მიპასუხოთ?”, – თქვა სუბარმა.
უკვე ერთ კვირაზე მეტია ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე მოძალადეების დასჯას მოითხოვს.
11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივ აქციაზე მას სასტიკად სცემეს. აქციაზე ძალადობრივ ქმედებებს წინ სწორედ ღარიბაშვილის განცხადებები უძღოდა.