რუსთავი 2”-ისა და “პრაიმ ტაიმის” მედია ჰოლდინგს ახალი თანადირექტორი ჰყავს.
კომპანიის თანადირექტორად დღეს “მაესტროს” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ვაკო ავალიანი დაინიშნა. რეესტრის თანახმად, თანადირექტორის პოსტს ინარჩუნებს ზაზა გველესიანიც, რომელიც აქამდე კომპანიის ერთადერთი დირექტორი იყო.