“აბა, რისთვის ვიყავი იქ?” – როგორ და რისგან “გადაარჩინა” პაპუაშვილმა კახა კუჭავა

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, “ენმ”-ის წევრი, თინა ბოკუჩავა, რომ ლამის ხელში აყვანილი გაათრია ტრიბუნიდან და ამბობს:

“როდესაც აგრესია მოდის ადამიანისგან, იქ მნიშვნელობა აღარ აქვს სქესს. სქესს არ უნდა ამოეფაროს ადამიანი. ესაა ყველაზე არასწორი გაგება ქალთა უფლებების. აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინასგან. ორი მანდატური მას აკავებდა და ვერ აკავებდა. რომ არ ყოფილიყო აგრესია და საფრთხე იმისა, რომ ავიდოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან… ბევრი რამ გვაქვს ნანახი, საღებავების გადასხმა, რაღაც ნივთიერებების დასხმა… ჩემი მხრიდან ეს იყო არათუ ძალადობა, ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა”

დეპუტატი ხატია დეკანოიძე: “სერიოზულად ამბობთ, რომ “მორალური ვალდებულების გამო გამოათრიაეთ თინა?”

პაპუაშვილმა: “აბა, რისთვის ვიყავი იქ?”

alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share