დეპუტატი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ან უნდა შეეგუოს ჟურნალისტების პროტესტს, ან მოიქცეს ისე, რომ ამ პროტესტის რეჟიმში არ უწევდეს მუშაობა.
“შეეგუოს უმრავლესობაა ამ პროტესტს, ან მოიქცეს ისე, რომ საპროტესტო განწყობაში არ ცხოვრობდეს და არ უწევდეს მუშაობა. როგორ შეიძლება ავხსნათ, რომ ამდენი ნაცემი ჟურნალისტის შემდეგ, ჟურნალისტის გარდაცვალების — ამ ამაზრზენი, საშინელი ფაქტის შემდეგ აჭარის პოლიციის უფროსი თავს უფლებას აძლევს, ძვირფასო კოლეგებო, და ესაუბრება კვლავ ჟურნალისტს ზიზღის ენით. ხომ არ დაგავიწყდათ რა უთხრამან TV პირველის ჟურნალისტს?!” — განაცხადა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე.
დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში ჟურნალისტებმა ისევ გადმოფინეს საპროტესტო ბანერი გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავაზე მოძალადეების დასჯის მოთხოვნით.