კლასიკური აფექტია, ეტყობა აიცრა და ბლუთუზმა დაიჭირა”- ასე ეხმაურება, პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ, “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას.
”არ ვიცი ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო. ეს არის აფექტი, კლასიკური აფექტია. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გადაინაცვლოს ულტრაკონსერვატიულ ფრთაზე, ფალავანდიშვილი და ვასაძე ჩაანაცვლონ. ვასაძე ავად გახდა, ვიღაცამ ხომ უნდა დაიკავოს ეს ადგილი და გადაწყვიტეს, რომ მათი ელექტორატი, მათი სამიზნე, მათი გემოვნება აქ არის. ხვდებიან, რომ სხვა მიმართულებით პერსპექტივა არ აქვთ და გახდნენ ძალიან ღრმად რელიგიურები, ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში საერთოდ არ ყოფილან სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ათეისტები იმიტირებას ახდენენ, რომ არიან ძალიან რელიგიურები, ძალიან კონსერვატიულად განწყობილები და ამას გამოხატავენ აგრესიით. კონსერვატიზმის არსიც არ ესმით სინამდვილეში. ჰგონიათ, რომ კონსერვატიზმი არის ჟურნალისტების ცემა-ტყეპა, მიკროფონების წართმევა და ასე შემდეგ. ეტყობა ამასთანავე აიცრა, ბლუთუზმა დაიჭირა და შედეგიც ვნახეთ.” – განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა რომ ” არ აპირებს დაბრუნებას”