სექტემბრიდან სწავლა საკლასო ოთახში განახლდება – აგვსტოში მასწავლებლები და სკოლის პერსონალი სრულად ვაქცინირებულნი უნდა იყვნენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სექტემბრიდან სასკოლო პროცესი კლასებში განახლდება და აგვისტოს თვეში პედაგოგების ვაქცინაციაზე იმუშავებენ. ამ თემაზე გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

„სასკოლო გარემო ახალ სასწავლო წელს უსაფრთხოდ უნდა შეხვდეს. ანუ ჩვენ აგვისტოში ვიმშავებთ რომ პედაგოგიური და სხვა პერსონალის ვაქცინაცია იყოს სრული“, – განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლიდა, 20 ადამიანი კი გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 8 286 ადამიანი აიცრა. ჩატარდა 38 945 ტესტი.

https://www.etaloni.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share