რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლის ისტორიის პედაგოგს, რომელიც მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო.
ბრალდებულის ადვოკატის, დავით მამალაძის ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალი გადააკვალიფიცირა და 138-ე მუხლის ნაცვლად, ძიება და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
დავით მამალაძე არ აკონკრეტებს რა იგულისხმება იძულებაში და რას აიძულებდა 64 წლის მასწავლებელი აბიტურიენტს.
მამალაძე ამბობს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.