ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.
“თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე. სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.
თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს,” – ნათქვამია განცხადებაში.