ბრიუსელმა მიზნად ავტომობილების მსგავსი “გამწვანება” გამონაბოლქვის მკვეთრი შემცირებისა და ეკოლოგიური ფონის გაუმჯობესებისთვის დაისახა.
თუმცა რამდენიმე წელიწადში ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მრეწველობის და კომერციის მიმართულებით სერიოზული გარღვევა.
ამ ეტაპზე არსებული ფასების მიხედვით, ერთი კონკრეტული მანქანის მოდელი, რომელიც სრულად ელექტროა, შიდა წვის ძრავის მქონე იმავე მოდელთან შედარებით 20-30%-ით ძვირადღირებულია.
ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ საშუალო გათვლებით, ელექტრომობილი 100 კილომეტრზე 5 ევროს მოიხმარს, საწვავზე დამოკიდებული იდენტური მოდელი კი 10 ევროს.
კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რაც ევროკავშირს საწვავზე მომუშავე მანქანების სრულად ელექტრომობილებით ჩანაცვლებისას გაუჩნდება, არის დამტენი სადგურების ქსელის შესაბამისი გამართვა. მეტ-ნაკლებად გამართულია სისტემა ამ კუთხით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები.