რა წერია სინოდის განჩინებაში ვაქცინაციის შესახებ

საქართველოში ძალიან შესამჩნევი გახდა ვაქცინაციის მომხრეებისა და ანტივაქცერების დაპირისპირება. გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ვაქცინაციას სასულიერო პირებიც იკეთებენ. ამან თავის მხრივ დადებითი გავლენა მოახდინა იმ პირებზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ვაქცინა ეშმაკისეულია“. თუმცა რჩებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მაინც არ აიცრებიან.

 

რიგი ადამიანების პირადი მოსაზრებები ხშირად დაპირისპირების მიზეზი ხდება.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს გამოქვეყნდა.

 

გთავაზობთ ამონარიდს სრული ტექსტიდან:

 

ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

 

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

 

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

 

საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, – თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, – ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა kovid – 19 – ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.

 

მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share